Information

წესები და პირობები

1. ხელშეკრულების მხარეები

Option Office LP, (Suite 1, 4 Queen Street, Edinburgh, UK, EH21JE Company No. SL024151) hereinafter referred to as the “Company”, and a person, who has accepted the terms and conditions of this agreement (hereinafter referred to as the “Contract”), as well as the conditions of Privacy Policy, Refund Policy, Payment Policy, AML & KYC Policy and any other additions to this Contract and abovementioned policies and completed the registration form, further referred to as the “Client”, have concluded this Contract for services on the website belonging to Company with address optionoffice.com (hereinafter referred to as the “Site”).

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე კონფიდენციალობის პოლიტიკის, სახსრების დაბრუნების პოლიტიკის, საგადახდო პოლიტიკის, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის და წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა დამატებების პირობები და შეავსო რეგისტრაციის ფორმა, შემდგომში „კლიენტი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას მომსახურების შესახებ ვებ-საიტზე optionoffice.com, სავაჭრო პლატფორმაზე, ელექტრონულ კონტენტზე და/ან პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ამ მომენტში განთავსებულია, და ნებისმიერ სხვა ფუნქციაზე, კონტენტზე ან მომსახურებაზე, რომელიც შეიძლება, დაემატოს მოგვიანებით.

2. ტერმინები

კომპანიის სერვისი წარმოადგენს პროგრამას ინტერნეტ-თრეიდინგისთვის, რომელიც მდებარეობს საიტზე optionoffice.com, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები ბინარული ოფციონებით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ისეთი საბაზისო აქტივებით, როგორებიცაა სავალუტო წყვილები და მეტალები სფოთი (შემდეგ - "სერვისი"). ოპერაცია — მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის მიერ კომპანიისგან ფინანსური ინსტრუმენტების შეძენასთან ან/და გაყიდვასთან, და კლიენტსა და კომპანიას შორის ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ანგარიში — დეპოზიტია, რომელსაც აქვს განსაზღვრული რეკვიზიტები და კლიენტს კომპანიის საიტზე ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. გარიგება — ოფციონის, მათ შორის ბინარული ოფციონის ყიდვაა. ბინარული ოფციონი — სავაჭრო ოპერაციის ობიექტია, რომლის საფუძვლად უდევს აქტივების ღირებულების მიმართული ცვლილება განსაზღვრული დროის პერიოდის განმავლობაში. ფინანსური ინსტრუმენტები — ბინარული ოფციონებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი სავალუტო წყვილები, აქციები, ინდექსები, სანედლეულო საქონელი. ღია პოზიცია — ბინარული ოფციონის ყოდვის გარიგება.

3. ხელშეკრულების საგანი

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტისთვის მომსახურების გაწევა.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წესივრად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს კლიენტური შეთანხმების ყველა დებულების მიხედვით, კომპანია უწევს კლიენტს მომსახურებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების დებულებებით.

4. კომპანიის მომსახურება

4.1. კომპანიის მომსახურებას წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინტერაქტიური პროგრამები და სხვა მომსახურება, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს:
— დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენლებს;
— მიიღოს ინფორმაცია და კომპანიის საიტზე წარმოდგენილი აქტივების კოტირებები;
— გასცეს კომპანიას განკარგულება ოპერაციების შესრულებაზე მისამართზე optionoffice.com მდებარე სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით.
4.2. კომპანიის მომსახურება შეიცავს სავაჭრო პლატფორმას, კლიენტთა მხარდაჭერას, ანალიტიკურ მასალებს და სიახლეებს, შეტყობინებების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას. ელექტრონული ფოსტით გასაგზავნი შეტყობინებების ტიპები: მარკეტინგული, ტრანზაქვიური, შეტყობინებების გაგზავნის სიხშირე არ აღემატება 2 წერილს დღეში. თუ კლიენტს სურს უარი თქვას წერილების მიღებაზე, მან უნდა გადავიდეს ლინკით „უარი“ წერილის ქვემოთ ან დაუკავშირდეს მხარდაჭერის სამსახურს.
4.3. კლიენტი გარანტიას იძლევა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება და ყველა მისი დებულება ყურადღებით წაკითხულია და მიღებულია კლიენტის მიერ, რადგან ისინი განსაზღვრავს ყველა პირობას, რომლითაც კლიენტი ურთიერთობს კომპანიასთან. ჩვენი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი 18 წლამდე პირებისთვის ან პირებისთვის, რომლებმაც არ მიაღწიეს ჯერ კანონით განსაზღვრულ ქმედუნარიანობის ასაკს. კომპანია არ აგებს ფინანსურ პასუხს კლიენტის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე.
4.4. კლიენტი – კომპანიის მომსახურების ერთადერთი უფლებამოსილი მომხმარებელია. კლიენტი ამ ხელშეკრულების დებულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტია. უფლებები, რომლებსაც ფლობს კლიენტი, არ შეიძლება გადაეცეს, ხოლო ვალდებულებები დაეკისროს სხვა პირს.
4.5. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არის ფიზიკური პირი,ესეეგი იგი არის სრულწლოვანი პიროვნება(18წლის +),არარეზიდენტი აშშ,იაპონიას,თურქეთის,ავსტრალიის,კანადის,ბელგიის,იზრაელის,პალესტინის,სუდანის,სირიის,ირანის,ჩრდილოეთ კორეის,ასევე სხვა სახელმწიფოს რომელზეც საიტზე მუშაობა შეიძლება იყოს აღიარებული უკანონო.არავის მომხმარებლის გარდა არ აქვს უფლება მოითხოვოს ოპერაციების ვალდებულობა.
4.6. სავაჭრო პლატფორმა არ არის გათვალისწინებული დისტრიბუციისთვის ან გამოყენებისთვის სხვა პირის მიერ, რომელიც: — იმყოფება ქვეყანაში, სადაც ასეთი დისტრიბუცია ან გამოყენება არღვევს ადგილობრივ კანონებს და ნორმებს. სავაჭრო პლატფორმა და ჩვენს მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა მომსახურება ხელმიუწვდომელია იმ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, სადაც ბინარული ოფციონებით ვაჭრობა, FX ან CFD და მსგავსი მომსახურება არღვევს ყველა ადგილობრივ კანონებს და ნორმებს, რომელთა იურისდიქციის ქვეშ თქვენ იმყოფებით, და რომლებსაც იცავთ; — არის კომპანიის ან მისი პარტნიორების თანამშრომელი, დირექტორი, აგენტი, კომპანიონი ან სხვაგვარად დაკავშირებულია მათთან, მათ შორის ნათესაობრივი კავშირებით.
4.7 კლიენტი ეთანხმება ანგარიშის შევსებას კომპანიის მომსახურების ან სხვა დამატებითი მომსახურებების გამოყენების მიზნით, რომლებსაც კლიენტი უკვეთავს ვებ-გვერდზე, აგრეთვე ყველა დამატებით ხარჯს (საჭიროების შემთხვევაში), რომლებიც მოიცავს, ყველა შესაძლო გადასახადს, ვალდებულებას და ა.შ. კლიენტს ეკისრება სრული ვალდებულება, ანგარიშის დროულად შევსებაზე. საგადახდო სისიტემა უზრუნველყოფს მხოლოდ გადახდის გატარებას, საიტის მიერ მითითებული ოდენობით და არ აგებს პასუხს კლიენტის მიერ ზემოთ ხსენებული სხვა თანხების გადახდაზე.
4.8 თუ კლიენტს სურს, უარი განაცხადოს მომსახურება 1-Click-ის გამოყენებაზე შემდგომი მომსახურების შესაძენად, კლიენტმა შეიძლება უარი თქვას 1-Click მომსახურებაზე, თავისი ანგარიშის საიტზე გამოყენებისას. იმ შემთხვევაში თუ, თუ წარმოიქმნა სიტუაცია, რომლის დროსაც კლიენტი არ ეთანხმება ზემოთ ხსენებულ პირობებს და/ან სხვა მიზეზით, ვთხოვთ კლიენტს დროულად განაცხადოს უარი გადახდის განხორციელებაზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უშუალოდ ადმინისტრატორს/საიტის მხარდაჭერას.
4.9 ღილაკზე "გადახდა" დაჭერის შემდეგ, ითვლება, რომ გადახდა დამუშავდა და შესრულადა დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე. ღილაკი "გადახდაზე" დაჭერით, კლიენტი ეთანხმება იმას, რომ ვერ გამოითხოვს გადახდას და ვერ მოითხოვს მის გაუქმებას. ამის გარდა, აღნიშნული წესების მიღებისას ( და/ან მდგომარეობა და პირობები), კლიენტი, როგორც საგადახდო ბარათის მფლობელი ადასტურებს, რომ აქვს უფლრბა ისარგებლოს მომსახურებებით, რომლებსაც გთავაზოთ საიტი. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი იყენებს საიტის მომსახურებას, იგი ადასტურებს, რომ უკვე მიაღწია ან გადააჭარბა სრულწლოვნების ასაკს, რომელიც არის კანონით დადგენილი კლიენტის რეზიდენციაში/იურისდიქციაში და აუცილებელია საიტის მომსახურების მისაღებად. მომსახურებების გამოყენების დაწყებით, კლიენტი იღებს თავის თავზე იურიდიულ პასუხისმგებლობას, ნებისმიერი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესრულებაზე, სადაც იყენებს აღნიშნულ მომსახურებას და ადასტურებს, რომ საგადახდო სისიტემა არ აგებს პასუხს რაიმე უკანონო ან არასანქცირებულ დარღვევაზე. საიტის მომსახურების გამოყენების დადასტურებისას, კლიენტს ესმის და ეთანხმება, რომ კლიენტის ნებისმიერი გადახდის დამუშავება ხორციელდება საგადახდო სისიტემის მიერ და არ არსებობს კანონიერი უფლება უკვე შეძენილი მომსახურებების დაბრუნებაზე ან გაუქმების სხვა შესაძლებლობა.
4.10 საგადახდო სისტემა არ აგებს პასუხს უარზე/მონაცემთა დამუშავების შეუძლებლობაზე, რომლებიც უკავშირდება კლიენტის საგადახდო ბარათს ან უარს, რომელიც უკავშირდება ემიტენტი-ბანკის მიერ ნებართვის არმიღებას გადახდის გატარებაზე კლიენტის საგადახდო ბარათის გამოყენებისას. საგადახდო სისიტემა არ აგებს პასუხს ხარისხზე, მოცულობაზე და ნებისმიერი მომსახურების ფასზე, რომელიც ეთავაზება კლიენტს ან შეძენილია კლიენტის მიერ საიტზე, კლიენტის საგადახდო ბარათის საშუალებით. საიტის ნებისმიერი მომსახურების გადახდისას, კლიენტი პირველ რიგში იღებს ვალდებულებას დაიცვას საიტის გამოყენების წესები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კლიენტი, როგორც ბარათის მფლობელი არის პასუხისმგებელი ნებისმიერი მომსახურების დროულ გადახდაზე, რომელსაც უკვეთავს საიტის საშუალებით და ამ გადახდასთან დაკავშირებულ ყველა დამატებით ხარჯზე/კომისიაზე. საგადახდო სისიტემა, არის მხოლოდ გადახდის შემსრულებელი, საიტის მიერ მითითებული ოდენობით და არ აგებს პასუხს არავითარ ფასწარმოქმნაზე, საერთო ფასებზე და/ან საერთო თანხებზე.

5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი

5.1. კლიენტი უფლებამოსილია:
— საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს კომპანიისთვის განკარგულებები საიტზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციების შესასრულებლად.
— კომპანიის წინაშე დავალიანების არარსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს კომპანიას კლიენტის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება საკუთარ ანგარიშზე თავისუფალი სახსრების ოდენობის ფარგლებში.
— სადავო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში წარუდგინოს პრეტენზია წერილობითი ან ელექტრონული სახით კომპანიის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე.
— ცალმხრივად გააუქმოს წინამდებარე ხელშეკრულება კომპანიის წინაშე დავალიანების არარსებობის შემთხვევაში.

5.2. კლიენტი ვალდებულია:
— დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები საიტზე ოპერაციების შესრულებისას.
— აგოს განსაკუთრებული პასუხი ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც იქნება ლოგინის ან/და პაროლის გამოყენების შედეგი.
— აგოს განსაკუთრებული პასუხი ყველა თავის მოქმედებაზე, საიტზე ოპერაციების ჩატარების განკარგულებების გაცემის ჩათვლით.
— აგოს განსაკუთრებული პასუხი სავაჭრო სტრატეგიის სწორ არჩევაზე და ყველა რისკის გათვალისწინებაზე.
— აგოს სრული პასუხი კომპანიისგან მის მიერ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაზე, და აიღოს საკუთარ თავზე ფინანსური დანაკარგების რისკი, რომელიც გამოწვეულია საკუთარ ანგარიშზე მესამე პირთა არასანქცირებული წვდომით.
— აცნობოს კომპანიას საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ასეთი ცვლილებების განხორციელებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. დაარეგისტრიროს მხოლოდ 1(ერთი) ანგარიში კომპანიაში. ერთი კლიენტის კუთვნილი რამდენიმე ანგარიშის გამოვლენის შემთხვევაში, გარიგებები და ასეთი გარიგებების შედეგები ასეთ ანგარიშებზე, შეიძლება გაუქმდეს. ყველა ასეთი ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს, ხოლო მასზე არსებული სახსრები კლიენტის წინაშე კომპანიის ფინანსულ ვალდებულებებად აღარ ჩაითვლება.
— კლიენტი ვალდებულებას იღებს, გაათავისუფლოს და დაიცვას კომპანია პასუხისმგებლობისგან კლიენტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შედეგად კომპანიის მისამართით ნებისმიერ პრეტენზიასთან და სასამართლო სარჩელებთან დაკავშირებით.
—კლიენტი თანხმდება და იღებს საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებებზე კლიენტის საცხოვრებელ ადგილზე მოქმედი გადასახადების ან საზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ ჩატარებულ ოპერაციასთან მიმართებაში, მოგების გადასახადის ჩათვლით, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით.

5.3. კომპანია უფლებამოსილია:
წინამდებარე ხელშეკრულების ერთი ან რამდენიმე დებულების, ნაწილის, პუნქტის ან ქვეპუნქტის კლიენტის მიერ დარღვევის შემთხვევაში:
— გადახედოს კლიენტის წინაშე კომპანიის ფინანსური ვალდებულებების მოცულობა სავაჭრო ოპერაციების რეესტრის შესაბამის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის გზით.
— შეუჩეროს კლიენტს მომსახურების გაწევა.
— კლიენტისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე გააუქმოს წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივად, არასასამართლო წესით. ამ შემთხვევაში კომპანია ატყობინებს კლიენტს ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით ხელშეკრულების გაუქმების მომენტიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
— კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს ან დატოვოს ცვლილებების გარეშე ოფციონების გადახდების პროცენტი, დაბრუნების პროცენტი, დაბრუნების პროცენტის რეგულირების შესაძლებლობები, ოფციონის ტიპის შეძენის შესაძლებლობები, ოფციონის მინიმალური ან/და მაქსიმალური ღირებულება, ექსპირაციის შესაძლო პერიოდები ერთ, რამდენიმე ან ყველა აქტივზე. კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს 1 (ერთ) წუთში, 1 (ერთ) საათში, 1 (ერთ) კალენდარულ დღეში შეძენილი ოფციონების მაქსიმალური რაოდენობა.
— დაუკავშირდეს კლიენტს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ შორის კლიენტის ანგარიშზე მოქმედებებთან დაკავშირებით მისი განზრახვების დადასტურებისთვის.
— შეცვალოს, დაამატოს ან დატოვოს ცვლილებების გარეშე წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმირი ნაწილი, პუნქტი და ქვეპუნქტი ასეთი ცვლილებების შესახებ კლიენტის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
— ობიექტური მიზეზების წარმოქმნის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეაჩეროს კლიენტისთვის მომსახურების გაწევა.
— გადახედოს კლიენტის წინაშე ფინანსური ვალდებულებების მოცულობა, თუ საიტზე ოპერაციების შესრულება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს არ აკმაყოფილებს.
— წინამდებარე ხელშეკრულებით მომსახურების გასაწევად ჩართოს მესამე პირები იმ პირობით, რომ ისინი სრულად იღებენ საკუთარ თავზე კომპანიის უფლება-მოვალეობებს და ეთანხმებიან წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
— ცალმხრივად გააუქმოს წინამდებარე ხელშეკრულება, ასეთი გაუქმების შესახებ კლიენტის გაფრთხილებით და ანგარიშზე არსებული თავისუფალი სახსრების ოდენობის ფარგლებში კლიენტის წინაშე ფინანსური ვალდებულებების შესრულებით.
— იმ ვალდებულებების და სიტუაციების მიმართ, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებში აღწერილი არ არის, კომპანია უფლებამოსილია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, და იხელმძღვანელოს სავაჭრო ბრუნვის და არსებული პრაქტიკის ტრადიციების მიხედვით.

5.4. კომპანიის ვალდებულებები:
— წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად გაუწიოს მომსახურება საიტზე.
— წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, კლიენტის მხრიდან დავალიანების არარსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნით შეასრულოს კლიენტის წინაშე კომპანიის ფინანსური ვალდებულებები ანგარიშზე არსებული თავისუფალი სახსრების ოდენობის ფარგლებში.
— დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების პირობები.

6. მარეგულირებელი კანონმდებლობა.

6.1. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები სეიშელის რესპუბლიკა კანონმდებლობით.
6.2. განსაკუთრებული იურისდიქცია ეკუთვნის სეიშელის რესპუბლიკა სასამართლოებს.
6.3. წინამდებარე ხელშეკრულების დებულელებთან მიმართებაში კლიენტი ეთანხმება სეიშელის რესპუბლიკა სასამართლოების იურისდიქციას.
6.4. სადავო სიტუაციის განხილვისას გადაწყვეტილებები მიიღება სეიშელის რესპუბლიკა კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია უფლებამოსილია, სეიშელის რესპუბლიკა კანონმდებლობის შესაბამისად სადავო სიტუაციის განხილვის შემთხვევაში გამოიყენოს თარჯიმნების მომსახურება სასამართლო განხილვის დროს.
6.5 აღნიშნული ხელშეკრულების რუსულ ენოვანი ვერსია, არის ძირითადი და სარგებლობს უპირატესობით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება განსხვავება ვერსიებს შორის რუსულ, ინგლისურ ან სხვა ენებზე.

7. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა და გაუქმების წესი

7.1. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების პირობების კლიენტის მიერ მიღების მომენტიდან.
7.3. წინამდებარე ხელშეკრულება გაუქმებულად ითვლება კლიენტის სააღრიცხვო ჩანაწერის დაბლოკვის მომენტიდან.

8. დებულებების და პირობების დანართი.

ტექნიკური რეგლამენტი.

1. სავაჭრო მოთხივნების და განკარგულებების დამუშავება
1.1. კლიენტების მოთხივნების და განკარგულებების დამუშავებას აქვს შემდეგი სტრუქტურა:
− კლიენტი ადგენს მოთხოვნას ან განკარგულებას, რომელიც სავაჭრო პლატფორმაზე გადის შემოწმებას კორექტულობაზე;
− სავაჭრო პლატფორმა აგზავნის მოთხოვნას ან განკარგულებას სერვერზე;
− კლიენტის განკარგულება შემოდის სერვერზე და გადის შემოწმებას კორექტულობაზე.
− სერვერი ამუშავებს კლიენტის მოთხოვნას ან განკარგულებას და აგზავნის შედეგს სავაჭრო პლატფორმაზე;
− სავაჭრო პლატფორმასა და სერვერს შორის მდგრადი კავშირის არსებობის შემთხვევაში სავაჭრო პლატფორმა იღებს კომპანიის მიერ კლიენტის მოთხოვნის ან განკარგულების დამუშავების შედეგს.
1.2. მოთხოვნის და განკარგულების დამუშავების დრო დამოკიდებულია სავაჭრო პლატფორმასა და კომპანიის სერვერს შორის კავშირის ხარისხზე, აგრეთვე ბაზრის მდგომარეობაზე. ნორმალურ საბაზრო პირობებში კლიენტის მოთხოვნის ან განკარგულების დამუშავების დრო ჩვეულებრივ შეადგენს 0-4 წამს. ნორმალურისგან განსხვავებულ საბაზრო პირობებში კლიენტების მოთხოვნების და განკარგულებების დრო შეიძლება გაიზარდოს.
1.3. კომპანიის სერვერი უფლებამოსილია უარი თქვას კლიენტის მოთხოვნაზე შემდეგ შემთხვევებში:
− თუ კლიენტი აგზავნის მოთხოვნას ბაზრის გახსნისას სავაჭრო პლატფორმაზე პირველი კოტირების შესვლამდე.
− თუ ამ კლიენტს ახალი პოზიციის გახსნისთვის თავისუფალი სახსრები არ ყოფნის;
− თუ კლიენტი აგზავნის მოთხოვნას სავაჭრო ქსელის გახსნამდე
− ნორმალურისგან განსხვავებული საბაზრო პირობების შეთხვევაში.

2. კოტირებები
2.1. კლიენტი აღიარებს, რომ კოტირებების ნაკადის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი უტყუარი წყარო ძირითადი სერვერია, რომელიც ემსახურება რეალურ კლიენტებს. კოტირებები სავაჭრო პლატფორმაზე არ შეიძლება იყოს კოტირებების ნაკადის შესახებ ინფორმაციის უტყუარი წყარო, რადგან სავაჭრო პლატფორმასა და სერვერს შორის არამდგრადი კავშირის შემთხვევაში კოტირებების ნაწილმა კოტირებების ნაკადიდან შეიძლება ვერ მიაღწიოს სავაჭრო პლატფორმას.
2.2. სავაჭრო პლატფორმაზე ასახული გრაფიკები ატარებს ინდიკატორულ ხასიათს. ამგვარად, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ გარიგება შესრულდება იმ ფასებით, რომლებიც მითითებულია სავაჭრო პლატფორმის გრაფიკზე კლიენტის მიერ ამა თუ იმ სავაჭრო განკარგულების მიწოდების მომენტში.
2.3. სავაჭრო პლატფორმაზე ფასის ჩამოყალიბება ხდება ფორმულით (Bid+Ask)/2
2.4. არასაბაზრო კოტირებები
2.4.1. არასაბაზრო კოტირება არის ფასი სავაჭრო პლატფორმაზე, რომელიც არ შეესაბამება ბაზარზე დროის ამ მომენტში არსებულ ფასს.
2.4.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ შეასრულა კლიენტის მოთხოვნა არასაბაზრო კოტირებაზე, კლიენტს ევალება: პოზიციის შეცდომით დახურვასა და გარიგების არასაბაზრო კოტირებით დახურვის მომენტის შესაბამისი რეალური საბაზრო ფასით დახურვას შორის ფინანსური შედეგის კორექცია.
2.4.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის ორდერი პოზიციის გახსნაზე შესრულდა არასაბაზრო კოტირებით, კომპანია ინარჩუნებს ასეთი პოზიციით ფინანსური შედეგის გაუქმების უფლებას.

3. პოზიციების გახსნაზე კლიენტების განკარგულებების დამუშავება.
3.1. თუ თავისუფალი სახსრების ოდენობა საკმარისია პოზიციის გასახსნელად - პოზიცია იხსნება.
3.2. თუ თავისუფალი სახსრების ოდენობა პოზიციის გასახსნელად საკმარისი არ არის - პოზიცია არ იხსნება.
3.3. კლიენტის განკარგულება პოზიციის გახსნაზე ითვლება შესრულებულად, ხოლო პოზიცია გახსნილად, სერვერის ლოგ-ფაილში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენის შემდეგ. ყოველ ახალ პოზიციას ენიჭება თანმიმდევრობითი ნომერი.

4. პოზიციების დახურვა.
4.1. სავაჭრო იპერაციის დახურვა ხდება მიმდინარე ფასით, რომელიც არსებობს სავაჭრო სერვერზე სავაჭრო ოპერაციის დახურვის მომენტში.

5. OTC აქტივები.
5.1. აქტივი, რომელიც აღნიშნულია როგორც OTC ან «overthecounter», არის არასაბირჟო აქტივი.
5.2. OTC აქტივის ფასი ყალიბდება კომპანიის მიერ მიღებული კლიენტების სავაჭრო მოთხოვნების და განკარგულებების მონცემების მიხედვით.
5.3. კლიენტი აღიარებს, რომ ასეთი აქტივით სავაჭრო მოთხოვნების და განკარგულებების შესრულებისას, მისთვის გასაგებია ასეთი აქტივის მუშაობის არსი და ასეთ აქტივზე ფასის ფორმირების ალგორიტმი.
5.4. კლიენტი აღიარებს, რომ ასეთი აქტივით სავაჭრო მოთხოვნების და განკარგულებების შესრულებისას, ის აღიარებს, რომ კოტირებების ნაკადის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი უტყუარი წყარო ძირითადი სერვერია, რომელიც ემსახურება რეალურ კლიენტებს.

6. თაღლითობა. კომპანიის მიერ თაღლითობის სქემების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა:
6.1. საკრედიტო ბარათებთან და კლიენტის საკუთრებაში არარსებული ბალანსის შევსების სხვა ხერხებთან დაკავშირებული თაღლითობა;
6.2. თაღლითობა, რომელიც დაკავშირებულია ღია ან ანონიმური პროქსი-სერვერების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან, ვაჭრობის ცრუ შედეგების მისაღებად;
6.3. სისტემის შეცდომების და შეფერხებების გამოყენებასთან დაკავშირებული თაღლითობა ვაჭრობის ცრუ შედეგების მისაღებად; აგრეთვე, ზემოაღნიშნული თაღლითური სქემების არსებობასთან მიმართებაში კომპანიის დასაბუთებული ეჭვების არსებობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს კლიენტის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების და სახსრების შემდგომი გატანის შესაძლებლობის გარეშე ან/და გააუქმოს ხელშეკრულება ცალმხრივად, არასასამართლო წესით, პ.4 პ.6-ის შესაბამისად.

9. დებულებები და პირობები 1-Click მომსახურებისთვის

9.1. თქვენ თანახმა ხართ გადაიხადოთ ვებ-საიტზე თქვენს მიერ შეკვეთილი ყველა მომსახურება ან/და საქონელი, ან სხვა დამატებითი მომსახურება, აგრეთვე ყველა დამატებითი ხარჯი (საჭიროების შემთხვევაში), რაც შეიცავს შესაძლო გადასახადებს, საზღაურებს და ა. შ., მაგრამ არ შემოიფარგლება ამით. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ყველა გადასახდელის დროულ გადახდაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უზრუნველყოფს გადასახდელის გადახდას მხოლოდ ვებ-საიტის მიერ განსაზღვრული ოდენობით და არ აგებს პასუხს ვებ-საიტის მომხმარებლის მიერ აღნიშნული დამატებითი თანხების გადახდაზე. საგადახდო სისიტემა უზრუნველყოფს მხოლოდ გადახდის გატარებას საიტის მიერ მითითებული ოდენობით და არ აგებს პასუხს საიტის კლიენტის მიერ ზემოთ ხსენებული დამატებითი თანხების გადახდაზე. ბანკი პასუხსიმგებელია გადახდების გატარებაზე, Option Office LP - მომსახურების გაწევაზე.
9.2. საგადახდო ფორმის შევსებით საბნკო (საგადახდო) ბარათის მონაცემებით და დროშის (ნუშნული) დაყენებით ჩეკ-ბოქსში "ბარათის დამახსოვრება" და გადახდის დადასტურების ღილაკზე დაჭერით, კლიენტი იღებს პირობებსა და დებულებებს აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმების და გამოხატავს თავის სრულ თანხმობას "1-კლიკი"-ს მომსახურების მიღებაზე (რეკარინგული გადახდის მომსახურება), აგრეთვე ეთანხმება იმას, რომ დამოუკიდებლად ვერ გააუქმებს გადახდას და უფლებას აძლევს კომპანიას ან საგადახდო სისიტემის პროვაიდერს ავტომატურად, დამატებითი ავტორიზაციის გარეშე, ჩამოწეროს კლიენტის საბანკო (საგადახდო) ბარათიდან, კლიენტის მოთხოვნისამებრ, კლიენტის მიერ მითითებული თანხა კლიენტის კომპანიის ანგარიშის შევსების მიზნით, გათვალისწინებული თარიღით, რომელიც გათვალისწინებულია მომსახურებით "1-Clik" კლიენტის კომპანიაში ანგარიშის შევსების მიზნით. ვებ-საიტზე მოთხოვნის განთავსებისას, თქვენ ადასტურებთ და უთითებთ, რომ არ არღვევთ არც ერთი ქვეყნის კანონებს. წინამდებარე წესების (ან/და წესების და პირობების) დამატებით მიღებით, თქვენ როგორც საგადახდო ბარათის მფლობელი, ადასტურებთ, რომ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ ვებ საიტზე შეთავაზებული საქონლით ან მომსახურებით. თუ მომსახურება არ იყო გაწეული ან გაწეული იყო არასრული მოცულობით, ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია პირველ რიგში მიმართოს ადმინისტრატორს/საიტის მხარდაჭერას და მხოლოდ თუ პრობლემა არ იქმება გადაჭრილი_მიმართოს უშუალოდ ემიტენტს.
9.3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ვებ-საიტის მომსახურებით, თქვენ წარუდგენთ იურიდიულად მავალდებულებელ დადასტურებას, რომ უკვე მიაღწიეთ ან გადალახეთ სრულწლოვანების ასაკი, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია თქვენ იურისდიქციაში იმისთვის, რომ გამოიყენოთ ვაბ-საიტით წარმოდგენილი მომსახურება.
9.4. მომსახურების გამოყენების დაწყებით, კლიენტი იღებს თავის თავზე იურიდიულ პასუხისმგებლობას, ნებისმიერი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვაზე, სადაც გამოიყენება აღნიშნული მომსახურება და ადასტურებს, რომ საგადახდო სისტემას არ აკისრია არავითარი პასუხისმგებლობა არავითარ უკანონო ან არასანქციონირებულ დარღვევაზე. ბანკი პასუხს აგებს გადახდის გატარებაზე, Option Office LP - მომსახურების გაწევაზე. ვებ-საიტის მომსახურების გამოყენებაზე თანხმობით, თქვენ აცნობიერებთ და იზიარებთ იმას, რომ თქვენი ნებისმიერი გადახდის დამუშავება სრულდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, და არ არსებობს უკვე შეძენილი მომსახურების ან/და საქონლის დაბრუნების და გადახდის გაუქმების სხვა შესაძლებლობების კანონიერი უფლება. თუ გსურთ უარი თქვათ მომსახურების გამოყენებაზე მომსახურების ან/და საქონლის შემდგომი შეძენისთვის, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მომსახურებაზე ვებ-საიტზე არსებული პირადი კაბინეტის მეშვეობით. თუ მომსახურება არ იყო გაწეული ან გაწეული იყო არასრული მოცულობით, ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია პირველ რიგში მიმართოს ადმინისტრატორს/საიტის მხარდაჭერას და მხოლოდ თუ პრობლემა არ იქმება გადაჭრილი_მიმართოს უშუალოდ ემიტენტს.
9.5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ აგებს პასუხს უარისთვის/ მონაცემების დამუშავების შეუძლებლობაზე, ან უარზე, მიღებულზე ბანკ-ემიტენტის მხრიდან, თქვენი ბარათით შესრულებული ტრანზაქციის გატარებაზე. ბანკი პასუხს აგებს გადახდის გატარებაზე, Option Office LP - მომსახურების გაწევაზე, აგრეთვე აკეთებს ყველაფერს რაც კი შესაძლებელია, რომ გაუწიოს საუკეთესო ხარისხის მომსახურება სრული მოცულობით. ნებისმიერი მომსახურების ან საქონლის შეძენისას საიტზე, თქვენ პირველ რიგში უნდა დაიცვათ ვებ-საიტის მომხმარებლის წესები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ თქვენ, როგორც ბარათის მფლობელი, პასუხისმგებელი ბრძანდებით ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის დროულ გადახდაზე, რომელიც შეკვეთილი იქნება თქვენს მიერ ვებ-საიტის მეშვეობით და აგრეთვე სხვა ყველა დამატებით გადასახადზე და კომისიაზე, რომელიც უკავშირდება ამ გადახდას. საგადახდო სისიტემის პროვაიდერი არის მხოლოდ გადახდის შემსრულებელი აღნიშნულ ვებ-საიტზე და არ აგებს პასუხს ნებისმიერ ფასწარმოქმნაზე, საერთო ფასებზე და/ან საერთო ჯამებზე
9.6 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ზემოთ ხსენებულ წესებს ან/და სხვა მიზეზებით, გთხოვთ დროულად განაცხადოთ უარი გადახდის განხორციელებაზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ უშუალოდ ანდმინისტრატორს/ვებ-გვერდის მხარდაჭერას.

შესვლა

სოციალური ქსელებით
ან

დარეგისტრირდით

სოციალური ქსელებით
ან
ვეთანხმები «წესებს და პირობებს» და ვადასტურებ, რომ ვარ 18 და მეტი წლის.

პაროლის აღდგენა

შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

წერილი გაიგზავნა

{[ $root.message ]}